KARTVELI

GVARIANI
„გვარიანი“ ქართული სიტყვაა და შესანიშნავს, კარგს ნიშნავს.
გვარიანის ხაზი აერთიანებს სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებულ რამდენიმე სახის ღვინოსა და ჭაჭას.
ქართველებისა და ღვინის ნათესაურ კავშირს ადასტურებს მეღვინეობისგან წარმოშობილი ქართული გვარებიც, სწორედ ეს გვარებია წარმოდგენილი ღვინის შეფუთვაზე, რაც სასმელს საინტერესო ვიზუალს სძენს.
ქინძმარაული
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო
მზადდება კახეთში, ქინძმარაულის მიკროზონაში, საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ლალისფერი ღვინო ხასიათდება და ტკბილი კენკრის მდიდარი არომატით. კარგად ეხამება დესერტსა და ხილს.
მუკუზანი
წითელი მშრალი ღვინო
მზადდება კახეთის რეგიონში მირებული საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ბროწეულისფერი სითხე ხასიათდება კომპლექსური ბუკეტითა და მკვეთრად გამოხატული არომატით. უხდება ხორცეულს.
წინანდალი
თეთრი მშრალი ღვინო
მზადდება კახეთში გაშენებული რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. ღია ჩალისფერი ღვინო გამოირჩევა დახვეწილი გემოთი და საინტერესო არომატით. უხდება ზღვის პროდუქტებსა და სალათებს.
საფერავი
წითელი მშრალი ღვინო

მზადდება კახეთში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. მუქი ლალისფერი ღვინო ღვინო ხასიათდება კენკრის და შავი მოცხარის კარგად გამოხატული არომატით. აქვს ხანგრძლივი დაბოლოვებით, რომელშიც მწიფე ხილის, ალუბლისა და მაყვლის ტონებია გამოხატული. უხდება ხორცეულს.
ალაზნის ველი
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო
მზადდება კახეთში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ლალისფერი შეფერილობის ღვინო ხასიათდება მაყვლისა და ჟოლოს კარგად გამოხატული არომატითა და შავი ალუბლის სრული ჰარმონიული გემოთი. კარგად ეხლამება სხვადასხვა სალათებს და ხორცეულს.
თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო
მზადდება კახეთში გაშენებული რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. ღია ჩალისფერ ღვინოს ახასიათებს ტროპიკული ხილისა და ნესვის არომატი, რომელიც მწიფე ხილისა და თაფლის გემოსთან არის ჰარმონიაში. უხდება აზიურ სამზარეულოს და ქართულ ფხალეულს.
ფიროსმანი
თეთრი მშრალი ღვინო
მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში. ღვინოს აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა და ნაზი არომატი. იდეალურია თევზთან, ზღვის პროდუქტებთან და სალათებთან ერთად.
წითელი მშრალი ღვინო
მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან, აქვს ლალისფერი შეფერილობა, მდიდარია ჟოლოსა და შავი ქლიავის ტონებით. ღვინოს აქვს მსუბუქი და აბრეშუმისებრი არომატი. რეკომენდებულია ხორციან კერძებთან ერთად მირთმევა.
მწვანე
თეთრი მშრალი ღვინო
მზადდება საგარეჯოს რაიონში გაშენებული კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობით. გამოირჩევა სასიამოვნო მჟავიანობით და ჰარმონიული გემოთი. აქვს ყვითელი ხილის და ციტრუსის არომატები. კარგად ეხამება თევზეულსა და ქართულ ფხალეულს.
რქაწითელი
თეთრი მშრალი ღვინო
მზადდება კახეთის რაიონში გაშენებული რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან კლასიკური ტექნოლოგიით. გამოირჩევა სასიამოვნო მჟავიანობით და ჰარმონიული გემოთი. აქვს ვაშლის და თეთრი ღვინის არომატები. კარგად ეხამება ზღვის პროდუქტებს და სალათებს.