KARTVELI

საქართველო - ცივილიზაციის აკვანი.

Pot

საქართველო უძველესი კულტურისა და ისტორიის მატარებელი ქვეყანაა. ყველაზე ძველი ღვინის ნიმუში საქართველოს თანამედროვე ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, რომელიც 8000 წლით თარიღდება, შესაბამისად, ღვინის კულტურა მსოფლიოში სწორედ საქართველოდან გავრცელდა.

6th - 5th
millennia BC
NEOLITHIC - CHALCOLITHIC ERA

რელიეფურად მდიდარი საქართველო გამოირჩევა 500-ამდე ენდემური ვაზის ჯიშის არსებობით. ვაზის ჯიშები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებიან რეგიონებისა და მიკრო ზონების მიხედვით. გამოარჩევენ კახეთის, ქართლის, მესხეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და შავი ზღვისპირეთის რეგიონებს. საქართველო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე წყალუხვი ქვეყანაა. წყალს დიდი მნიშვნელობა აქვს განსაზღვრული ალკოჰოლური სასმელების წარმოებისას. კავკასიის წყლით გამდიდრებულ ქართულ ვისკის, ჭაჭასა და ბრენდს განსაკუთრებული გემოვნური თვისებები აქვთ.

მსოფლიოში უძველესი თაფლის ისტორიაც საქართველოს უკავშირდება და თარიღდება 5500 წლით. ქართულ უნიკალურ თაფლს აქტიურად იყენებენ არყის დამზადებისას.

ამ მნიშვნელოვანი მოვლენებისა თუ არტეფაქტების ერთ პატარა ქვეყანაში თავმოყრა სავსებით ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უძველელი ადამიანების აღმოჩენა ავრაზიაში სწორედ საქართველოს თანამედროვე ტერიტორიას უკავშირდება და 1 800 000 წლით თარიღდება.

ჩხაიძეების ხე

From left to right; Jimsher CHKHAIDZE; ZURAB CHKHAIDZE; GOCHA CHKHAIDZE

-ქართული გვარების ეტიმოლოგია ხშირად უკავშირდება სხვადასხვა ისტორულ მოვლენას, მდგომარეობას, წარმომავლობას... გვარი ჩხაიძე კავშირშია როგორც ვაზის „ჩხა“ -სთან, აგრეთვე მზესთან. ჩხაიძე ქართული ვაზის გადამრჩენელადაც მოიხსენიება და მას უკავშირებენ შემდეგი ვაზის ჯიშებს, „ჩხავერი“ , „ჩხაბერძულა“.

ჯიმშერ ჩხაიძის წინაპარი, ანთიმოზ ჩხაიძე, გურიიდან სოფელი ასკანიდან იყო. 1882 წლიდან ის მოხსენიებულია, როგორც განსაკუთრებული მეღვინე, რომელიც ცდილობდა მისი ნახელავი საქართველოს საზღვრებს გარეთ გაეტანა. ანთიმოზის დიდ ოჯახში მისი საქმიანობის გაგრძელება სცადა უმცროსმა ვაჟმა, კონსტანტინემ, რომელმაც თავის მხრივ, ღვინის დაყენების ტრადიცია ესტაფეტად გადასცა მის შვილიშვილებს: გოჩას, ზურაბს და ჯიმშერს. ამრიგად, ჯიმშერ ჩხაიძე დიდი ტრადიციული მეღვინეების ოჯახის მეოთხე თაობის წარმომადგენელია.

ჯიმშერ ჩხაიძე

ჯიმშერ ჩხაიძე

დაიბადა 1975 წლის 3 იანვარს. იზრდებოდა თბილისის ძველ უბანში, მთაწმინდაზე, მშობლებთან და ორ უფროს ძმასთან ერთად. მოზარდობისას აქტიურად თამაშობდა რაგბს, საბჭოთა კავშირის მასშტაბით ორჯერ იყო წლის „ საუკეთესო მორაგბე“ . თექვსმეტი წლისამ გადაწყვეტა დამოუკიდებელად ეცხოვრება და გაემგზავრა პეტერბურგში.

1998 წელს ძმებთან ერთად დააფუძნა კომპანია „ასკანელი ძმები“. 2005 წლიდან დაიწყო ფიქრი როგორი უნდა ყოფილიყო ქართული ვისკი და მხოლოდ 2017 წელს გამოუშვა წარმოებაში პირველი ქართული ვისკი _ ჯიმშერი. 2015 წელს

დააფუძნა კომპანია „ქართველი“, რომელიც მოგვიანებით გახდა მრავალი პროექტის გამაერთიანებელი ჰაბი. ჯიმშერი, გარდა ბიზნეს საქმიანობისა, ყოველთვის ინტერესდებდა მუსიკით... მიუხედავად იმისა, რომ არ მიუღია პროფესიული მუსიკალური განათლება, შექმნილი აქვს მრავალი მუსიკალური ნაწარმოებები, რომელიც შესრულებულია მსოფლიოს სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში, მათ შორის, პარიზში ( LES INVALIDES , ლეს ინვალიდების სასახლე) და პეტერბურგში (დიმიტრი შოსტაკოვიჩის სახელობის ფილარმონია, დიდი დარბაზი).

ჰაბი ქართველი


სახელწოდება ქართველი წარმოადგენს იდეას რომელიც აერთიანებს ქართველად ყოფნის ფილოსოფიას და ეფუძნება არა ეთნიკურ წარმომავლობას, არამედ მისი არსის კოსმოპოლიტურ გაგებას. იდეა - ქართველი იწყება ღირსებიდან, ეს „არ არის ბიოლოგიური მოცემულობა, ეს არის ნება, იყო ქართველი“ . ქართველი, როგორ ჰაბი, არის სხვადასხვაგვარად დაკავშირებული საქმიანობის ერთობლიობა, რომელიც მოიცავს როგორც ალკოჰოლური სასმელების წარმოებას, ასევე სხვადასხვა ტიპის კომპლექსებს თუ კულტურულ ღონისძიებებს.