„ქართველი“ – წარსულით შთაგონებული მომავალი
საქართველოს, მეღვინეობის უძველესი, 8 000 წლიანი, უწყვეტი ისტორია აქვს. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ღვინის კულტურის წარმოშობა სათავეს საქართველოდან იღებს, ქართული „ქვევრის“ ღვინის წარმოება კი 8000 წლით თარიღდება. საქართველო ცნობილია ვაზის 500 ენდემური ჯიშით. სწორედ ვაზისა და ღვინის, წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს კომპანია “ქართველი”.
ისტორია, რომელიც 1880 წლიდან დაიწყო
ბიზნესმენი ჯიმშერ ჩხაიძე-ასკანელი მეღვინეობის დიდი ტრადიციის მქონე ოჯახიდანაა. მისი დიდი ბაბუა, ანთიმოზ ჩხაიძე, 1880-იან წლებში, გურიაში განსაკუთრებული ჯიშებისგან ღვინოს ამზადებდა. 1998 წელს, ძმებთან ერთად, ჯიმშერ ჩხაიძემ დააფუძნა კომპანია „ასკანელი ძმები“, რომელიც დღეს, საქართველოში, ერთ-ერთი წარმატებული ბრენდია.
კომპანია „ქართველი“ 2015 წელს დაარსა ჯიმშერ ჩხაიძე-ასკანელმა. „ქართველი“ არის ჰაბი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე წარმატებულ ბრენდს: „ქართველი“, „გვარიანი“, „არაგველი“ , „ორბელიანი“ და პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“. კომპანია სპეციალურად მათთვისაა შექმნილი, ვისაც სიძველისა და სიახლის, თანამედროვეობისა და წარსულის შერწყმა იზიდავს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია საკმაოდ ახალგაზრდაა, უკვე წარმატებით განახორციელა შემდეგი პროექტები:
- უახლესი და ულტრათანამედროვე, გერმანული და იტალიური დანადგარებით აღჭურვილი ღვინის ქარხანა და ვისკის საწარმო.
- კომპანია ფლობს სხვადასხვა ადგილწარმოშობის მიკრო ზონის ვენახებს.
- ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებულია 500-მდე ქართული და უცხოური ჯიშის ვაზის საცავი.