ღვინო & ჭაჭა
გვარიანი
ხარისხისა და გემოს საუკეთესო კომბინაცია. ქართველებსა და ღვინოს შორის ნათესაურ კავშირს ადასტურებს მეღვინეობიდან მომდინარე ქართული გვარები, რაც ამ ღვინის სახელწოდების მთავარი იდეა გახდა. ეს გვარები წარმოდგენილია ღვინის შეფუთვაზე, რაც სასმელს საინტერესო იერს ანიჭებს. „გვარიანი“ ქართული სიტყვაა, რაც ჩინებულს, ანუ კარგს ნიშნავს. „გვარიანი“-ს ხაზი აერთიანებს ქართული ვაზის სხვადასხვა ჯიშისგან დამზადებულ ღვინოს და ჭაჭას.