პირველი ქართული ვისკი
Jimsher
საქართველო უძველესი დროიდან ცნობილია მეღვინეობის გამორჩეული კულტურითა და 8000 წლოვანი ტრადიციებით. ამ კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებული ქართველი მეღვინე და მეწარმე ჯიმშერ ჩხაიძე-ასკანელი, თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ეძებდა გზას, რომლითაც ვისკის შესახებ გამორჩეულ ისტორიას, ახლა უკვე, ქართულ ენაზე მოყვებოდა.
საუკეთესო მეგობარი, გემოვნებიანი, დემოკრატიული, ამავდროუალად, სოლიდური და ტრადიციულად დამზადებული, უმაღლესი ხარისხის ვისკი, დავარგების მეორე ეტაპს გადის იმ კასრებში, რომლებშიც მანამდე ღვინო „საფერავი“, „წინანდალი“ და „ტრადიციული ქართული ბრენდი“ ინახებოდა. ამ მეთოდის გამოყენების შედეგად, ის იღებს ისეთ განსაკუთრებულ ხასიათსა და გემოს, რომელიც საშუალებას იძლევა ხელახლა აღმოაჩინო ვისკი ქართული აქცენტებით.
ჯიმშერი – ახალი სიტყვა მსოფლიო ვისკის ინდუსტრიაში მთავარი მიზანია როგორც კულტურული წარსულის შენახვა – ისტორიული წარსულისა და მეხსიერების გადარჩენა, ისე კულტურული თანამედროვეობის განვითარება – თანამედროვე კულტურაში სიახლეების შექმნის ხელშეწყობა, მათი წარმოჩენა და გავრცელება. ჯიმშერი ახდენს ტრადიციათა მოდერნიზაციას და მათ ახალ შესაძლებლობებს განავითარებს.