გვარიანი

ღვინო & ჭაჭა

გვარიანი

ხარისხისა და გემოს საუკეთესო კომბინაცია. ქართველებსა და ღვინოს შორის ნათესაურ კავშირს ადასტურებს მეღვინეობიდან მომდინარე ქართული გვარები, რაც ამ ღვინის სახელწოდების მთავარი იდეა გახდა. ეს გვარები წარმოდგენილია ღვინის შეფუთვაზე, რაც სასმელს საინტერესო იერს ანიჭებს. „გვარიანი“ ქართული სიტყვაა, რაც ჩინებულს, ანუ კარგს ნიშნავს. „გვარიანი“-ს ხაზი აერთიანებს ქართული ვაზის სხვადასხვა ჯიშისგან დამზადებულ ღვინოს და ჭაჭას.

ღვინო

QartValley

ქვევრი თიხის ჭურჭელია, რომელიც უძვლესი დროიდან საქართველოში ღვინის დასაყენებლად გამოიყენება. ქვევრი ჩვენი ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და ძეგლის სტატუსი აქვს. „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“ აღიარებულია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

სავაჭრო ნიშანი „QartValley“ კონცეფცია საქართველოს სიმბოლოა. ასო Q გამოხატავს ქვევრს; Art (ხელოვნება), როგორც მეღვინეობის უნარი; Valley (ველი), როგორც ყურძნის გავრცელების რელიეფი.

ქართველი
ჯიმშერი

პირველი ქართული ვისკი

Jimsher

ჯიმშერი – ახალი სიტყვა მსოფლიო ვისკის ინდუსტრიაში მთავარი მიზანია როგორც კულტურული წარსულის შენახვა – ისტორიული
წარსულისა და მეხსიერების გადარჩენა, ისე კულტურული თანამედროვეობის განვითარება – თანამედროვე კულტურაში სიახლეების შექმნის ხელშეწყობა, მათი წარმოჩენა და გავრცელება.

ჯიმშერი ახდენს ტრადიციათა მოდერნიზაციას და მათ ახალ შესაძლებლობებს განავითარებს.

ბრენდი

ორბელიანი

ტრადიციებისა და დახვეწილი გემოს თანხვედრა, რომელიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდს უკავშირდება. ისტორიის მიხედვით, მწერალმა და გამოჩენილმა დიპლომატმა სულხან-საბა ორბელიანმა კონიაკი პირველად საფრანგეთში, ლუდოვიკო XIV-თან შესახვედრად წასულმა გასინჯა. სწორედ, ეს ამბავი გახდა ორბელიანის ბრენდის შექმნის ინსპირაცია.

ორბელიანი

You must be 18 years old to visit this site.

Please verify your age