პირველი ქართული ვისკი JIMSHER საქართველოში გამართულ პირველ მასშტაბურ ვისკის ფესტივალზე.
21-22 სექტემბერს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში საქართველოში პირველი Tbilisi’s Whisky Festival 2024 გაიმართა, სადაც ვისკის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ აღმოეჩინათ და დაეგემოვნებინათ ვისკი JIMSHER-ის ყველა სახეობა და გაცნობოდნენ გამოხდის პროცესს.
სპეციალურად ვისკის ფესტივალისთვის ჩამოისხა JIMSHER-ის ლიმიტირებული გამოშვება, 12 წლიანი დაძველებით, რომლის დაგემოვნება და შეძენა მომხმარებელს მხოლოდ ფესტივალის ფარგლებში შეეძლოთ.
ფესტივალს 2000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა და დიდი მადლობა ყველას ვინც შემოგვიერთდა Tbilisi’s Whisky Festival 2024-ზე.






